არჩილ კბილაშვილი - ორშაბათს წამებასთან დაკავშირებით ახალ ეპიზოდს მოისმენთ

არჩილ კბილაშვილი - ორშაბათს წამებასთან დაკავშირებით ახალ ეპიზოდს მოისმენთ

ორშაბათს კიდევ ახალ ეპიზოდს მოისმენთ, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა შაბათს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თემა, რომელიც ორშაბათს გაცხადდება, ისევ წამებასთან იქნება დაკავშირებული.

"რა ეპიზოდიც გახდა მათი დაკავების საფუძველი, ეს სრულიად საკმარისი იყო დასაკავებლად, მაგრამ ეს ერთადერთი არ არის. მეორე დღეს საზოგადოებამ მოისმინა ახალი ეპიზოდის შესახებ. ორშაბათს კიდევ ახალ ეპიზოდს მოისმენთ", - განაცხადა კბილაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად, მთავარმა პროკურორმა საქმესთან დაკავშირებით მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ "ეპიზოდების უამრავი რაოდენობა არის".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა