საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარი დაიხარჯება

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარი დაიხარჯება

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, იმ მიზნით რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, 2013 წლის ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. 2013 წლის საბიუჯეტო პროექტის პარამეტრებს ნოდარ ხადური ამ წუთებში დეპუტატებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის ფარგლებში აცნობს.

მინისტრი დეტალურად საუბრობს ცვლილებებზე - შემცირებებსა და მატებებზე ცალკეული მიმართულებებით, რომელიც მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტშია წარმოდგენილი.

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის პირველადი განხილვა პლენარულ სხდომის ფარგლებში ხვალისთვის არის დაგეგმილი. ამის შემდეგ საბიუჯეტო პროექტი მთავრობას უკან დაუბრუნდება და ნოემბრის ბოლოსთვის ის კორექტირებულ კანონპროექტს შემოიტანს. დეკემბერში პარლამენტი ახალ ბიუჯეტს დაამტკიცებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა