სერგო ჩაჩიბაია პატიმრობიდან გათავისუფლდა

სერგო ჩაჩიბაია პატიმრობიდან გათავისუფლდა

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი სერგო ჩაჩიბაია პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს საღამოს მიიღო. დაკავებულის ადვოკატის თქმით, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი ნახევარ საათს გაგრძელდა. მისი განმარტებით, ბრალმდებელმა უარი თქვა ბრალდებაზე, რის შემდეგაც მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

სერგო ჩაჩიბაია სამართალდამცავებმა 25 მარტს ზუგდიდში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ