იური მეჩითოვი ტერმინ "ტერიტორიული მთლიანობის" ნაცვლად "სამშობლოს" გამოყენების მომხრეა

იური მეჩითოვი ტერმინ "ტერიტორიული მთლიანობის" ნაცვლად "სამშობლოს" გამოყენების მომხრეა

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არასწორი ტერმინია, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვმა "მაესტროს" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მეჩითოვის თქმით, ამ ტერმინს არ იყენებს, რადგან ეს ტერმინი არ გულისხმობს და მასში სიტყვა სამშობლო ნახსენები არ არის.

"მიმაჩნია, რომ ეს ცუდი და სუსტი ტერმინია, რომელიც მხოლოდ ჩვენთან გამოიყენება. სამშობლო ვთქვათ და ჩვენთვის უკეთესი იქნება. ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება, იურიდიული ტერმინია და ტერიტორიის გამთლიანებას გულისხმობს, ჩვენ კი ვასაუბრობთ სამშობლოზე და სამშობლო სხვანაირი ცნებაა. როდესაც ვამბობთ, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ვიბრძვით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვგულისმობთ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხს. სივრცე არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ სულიერად უნდა გამთლიანდეს. ისეთი ტერმინი უნდა შემოვიღოთ, რომლითაც წინ წავალთ და უკან არ დავიხევთ", - აღნიშნა მეჩითოვმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა