გიორგი კალანდაძეს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

 გიორგი კალანდაძეს 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს, გიორგი კალანდაძეს აღარ დააპატიმრებენ და ის გირაოს სახით 10 ათას ლარს გადაიხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა კალანდაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომ აღმკვეთ ღონისძიებად კალანდაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ამ შემთხვევაში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მან გაითვალისწინა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ კაპანაძის დახასიათება, რომელიც გიორგი კალანდაძეს დადებითად ახასიათებს. გარდა ამისა, მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი კალანდაძე პროცესზეც იყო გამოცხადებული.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე კი მიიჩნევს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მისი თქმით, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალაიას სტატუსი არ შეეცვლებოდა, რადგან ის ამჟამადაც პატიმარია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ