საქართველოს ყოფილი მინისტრი ეჭვმიტანილია წამებაში, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბაჩო ახალაიას შესახებ ბრიტანული The Тelegraph-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილ მინისტრს ბრალად უკანონო დაპატიმრებაც ედება.
"ბრალდების მიხედვით, 17 სამხედრო მოსამსახურე მისი ბრძანებით სცემეს, 3 დღით აბანოში გამოკეტეს და აშიმშილეს", - ნათქვამია სტატიაში.
The Тelegraph-ი ინციდენტთან დაკავშირებულ საერთაშორისო გამოხმაურებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა ნატო და ევროკავშირი შეაშფოთა.
"სააკაშვილი, რომელმაც მეტოქე პრემიერ ივანიშვილს ნატო-ს გენერალურ მდივან რასმუსენთან შეხვედრა დაასწრო, ღვარძლიანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ, ახლანდელ მთავრობას მისი მოკავშირეების პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს", - აღნიშნულია სტატიაში.