აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სირიელ რეპატრიანტებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სირიელ რეპატრიანტებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სირიელ რეპატრიანტებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა.

მან რეპატრიანტების საქმეების შესახებ ე.წ. სამთავრობო კომისიას დავალება მისცა, რომ ყოველთვიურად, სირიელი რეპატრიანტების ყოველ ზრდასრულ წარმომადგენელს 10 000 რუსული რუბლი გადაუხადონ, ხოლო არასრულწლოვანებს- 3 ათასი რუბლი.

გარდა ამისა, ანქვაბის თქმით, სირიელ რეპატრიანტებს უნდა დაერიცხოთ მატერიალური დახმარება იმ პერიოდიდან, რომელიც მათ უკვე გაატარეს აფხაზეთში.

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მზად იყო დახმარება გაეწია სირიაში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებისთვის, თუ ისინი "ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას ისურვებდნენ".

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სირიაში 8-დან 10 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 103 ადამიანის რეპატრიაცია განხორციელდა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?