ზურაბ ტყემალაძე - ხელისუფლება შეეცდება, ტარიფების დაწევა ზამთრის პერიოდისთვის მოესწროს

ზურაბ ტყემალაძე - ხელისუფლება შეეცდება, ტარიფების დაწევა ზამთრის პერიოდისთვის მოესწროს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, სახელმწიფო ენერგოტარიფების შემცირების საქმეში დირექტიულ ჩარევას ვერ განახორციელებს.

თუმცა მისივე თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, როგორც ენერგოკომპანიებთან, ისე - მარეგულირებელ კომისიასთან.

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლება შეეცდება, როგორც კომპანიებს, ასევე მარეგულირებელ ორგანოს დაუმტკიცოს, რომ არსებული ტარიფების ოდენობა გადაჭარბებულია.

"ტარიფების სერიოზული ზრდა განაპირობა მასში საინვესტიციო პროგრამის კომპონენტის ჩართვამ. თუ კომპანია ენერგეტიკული მიმართულებით ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ის შეთანხმებულია მარეგულირებელ კომისიასთან და გრძელვადიან ინვესტიციას გადაანგარიშებული სახით წინმსწრებად დებს ტარიფში. სწორედ ამის გადახედვა და შეჯერებაა საჭირო", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ.

დეპუტატი აცხადებს, რომ ხელისუფლება თავის მხრივ შეეცდება, ტარიფების დაწევა მოახლოებული ზამთრის პერიოდისთვის მოესწროს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა