ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს

ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს

ბრალდებული ბაჩო ახალაია გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროში განუცხადეს, ახალაიას გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა.

"#7 დაწესებულებაში ახალაიას გადაყვანა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა. ის გაძლიერებული დაცვის ქვეშ იქნება. ამასთან, ბაჩო ახალაია სამარტოო საკანში განთავსდება და დაწესებულების შესაბამის სართულზე, მის გარდა სხვა პატიმარი არ იქნება ", - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი" ბაჩო ახალაიას ადვოკატებსაც დაუკავშირდა, რომელთაც ბრალდებულის #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში ე.წ. კანონიერი ქურდები და მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ