როლანდ ახალაია - "ბაჩო ახალაია არსებული ხელისუფლების პირადი პატიმარია"

როლანდ ახალაია - "ბაჩო ახალაია არსებული ხელისუფლების პირადი პატიმარია"

ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრები და ახლობლები მის მე-7 საპყრობილეში გადმოყვანას აპროტესტებენ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბაჩო ახალაიას მამამ, როლანდ ახალაიამ განაცხადა, ბაჩო ახალაია არსებული ხელისუფლების პირადი პატიმარია და ეს არის ამ ხელისუფლების მხრიდან შურისძიება.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა მთელი ბოლო თვეების განმავლობაში, რათა ბაჩო ახალაია საზოგადოებაში გამოეჩინათ, როგორც მწამებელი და მკვლელი.

როლანდ ახალაიას თქმით, შესაბამისი განცხადება გააკეთა იუსტიციის მინისტრმაც და მან ახალაიას მკვლელი უწოდა.

"ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში დაუსაბუთებელი, არარსებული ბრალდებების გამო დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს იუსტიციის მინისტრი",- აღნიშნა ახალაიამ, რომლის თქმითაც, მის შვილს შეთითხნილი ბრალდებებით ასამართლებენ.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის მამის თქმით, აღნიშნულ საპატიმროში, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდები იხდიან სასჯელს, ბაჩო ახალაიას ჯანმრთელობას საფრთხე შეიძლება შეექმნას, ვინაიდან მასზე განხორციელდება ფისქოლოგიური ზეწოლა.

ამასთან, საპატიმროდან გამოსულ ბაჩო ახალაიას ადვოკატს, რომელსაც ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება სთხოვეს, როლანდ ახალაიამ აუკრძალა კომენტარის გაკეთება და თქვა, რომ ყველა კითხვას, რომელიც ჟურნალისტებს გაუჩნდებათ, თავად უპასუხებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა