ბიძინა ივანიშვილი - "ვწუხვართ, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული იყო, მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა"

ბიძინა ივანიშვილი - "ვწუხვართ, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული იყო, მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა"

ჩვენც ვწუხვართ, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული იყო, მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მისი პირადი პოზიცია ნატო-ს გენერალური მდივნის მოსაზრებას ემთხვევა და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება დაუშვებელია.

"ჩვენც ვწუხვართ, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული იყო, მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა. ჩვენ ვარწმუნებთ გენერალურ მდივანს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. თუ მას მიეცემა პოლიტიკური დევნის ნიშანი, ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ის, რომ ძველი ხელისუფლება ცდილობს, ამას მისცეს პოლიტიკური დაკვეთის ნიშანი, ეს მათი პრობლემაა და ეს იოლი დასამტკიცებელი არ იქნება, რადგან დანაშაული დამტკიცებული იქნება. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და ყველასთვის გასაგები იქნება. აბსოლუტურად იდენტურია გენერალური მდივნის და ჩემი პოზიცია, რომ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური დევნა და არ უნდა დაისვას მსგავსი კითხვები არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მე მივეცი ამის პირობა, რომ არ იქნება შერჩევითი სამართალი საქართველოში, მაგრამ სამართალი იქნება. ვინც დააშავებს და ვისაც აქვს კანონდარღვევა, ის აუცილებლად დაისჯება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა