პროკურატურაში დაკითხვაზე მყოფ მაღალჩინოსნებს შორის ლევან ქარდავა და გიორგი ყავლაშვილი არიან

პროკურატურაში დაკითხვაზე მყოფ მაღალჩინოსნებს შორის ლევან ქარდავა და გიორგი ყავლაშვილი არიან

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურაში დაკითხვაზე მყოფ კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნებს შორის კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა და ამავე უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილი არიან .

ამ წუთებში პროკურატურასთან მხოლოდ ჟურნალისტები იმყოფებიან, რომლებისთვისაც ამ ეტაპზე უცნობია, მოწმის სტატუსით დაბარებულ მაღალჩინოსანთა დაკითხვას ესწრებიან თუ არა ადვოკატები.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, მარიამ სხილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკითხვაზე სულ 7 პირი იმყოფება, თუმცა დაპატიმრებაზე ან რაიმე სახის აღმკვეთ ღონისძიებაზე საუბარი ჯერ არ არის.

ჯერჯერობით დაკავებულების ზუსტი ვინაობა და მათი თანამდებობები ოფიციალურად არ სახელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ