კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა ბესიკ სურმავას გატაცების ბრალდებით დააკავეს

კუდ-ის უფროსი ლევან ქარდავა ბესიკ სურმავას გატაცების ბრალდებით დააკავეს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა, აგრეთვე გიორგი ყავლაშვილი და სოდ-ისა და კუდ-ის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი დაკითხვის შემდეგ დაააკავეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქარდავასა და ყავლაშვილის ადვოკატებმა მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხდეს.

როგორც ყავლაშვილის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ აღნიშნა, ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე.

კუდ-ის უფროსის, ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება. ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე.

ადვოკატების განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა გამოძიებას ყველა კითხვაზე დეტალური პასუხები გასცეს და ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში გუშინ, 13.00 საათიდან მიმდინარეობდა და დღეს გამთენიისას დასრულდა. პროკურატურას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ