სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი: "უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ტარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი"

სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი: "უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ტარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი"

ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ამ რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რო­მელ­შიც გა­მოთ­ქმუ­ლია წუ­ხი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, "სა­ზო­გა­დო­ე­ბრივ მა­უწყ­ე­ბელ­ში" შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გა­მო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ დო­კუ­მენ­ტის სა­მუ­შაო ვერ­სი­ა­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ეს პუნ­ქტი არ იყო, თუმ­ცა შემ­დეგ დე­ლე­გა­ტებ­მა სხვაგ­ვა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს. ამა­ვე პუნ­ქტში წე­რი­ა, რომ ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა მო­უ­წო­დებს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, თა­ვი აა­რი­დოს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ და­პა­ტიმ­რე­ბებს. გვე­სა­უბ­რე­ბა პო­ლი­ტო­ლო­გი სო­სო ცის­კა­რიშ­ვი­ლი:

- შეგ­ვიძ­ლია მი­ვუ­ლო­ცოთ ბა­ტონ პრე­ზი­დენტს პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სვლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მოტყ­უ­ე­ბა­ში. რას­მუ­სე­ნის ეს მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა სწო­რედ სა­ა­კაშ­ვი­ლის და მი­სი დამ­ქა­შე­ბის სიც­რუ­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და არა რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა. ცხა­დი­ა, რომ ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს პო­ლი­ტი­კურ­მა ალ­ღომ უმ­ტყუ­ნა - ვერ წარ­მო­იდ­გი­ნა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­სი პარ­ტნი­ო­რი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტოს­კენ სწრაფ­ვა­ზე, ასეთ ტყუ­ი­ლებს იკად­რებ­და. რას­მუ­სე­ნის გან­ცხა­დე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად აი­სა­ხა სა­პა­რ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის რე­ზო­ლუ­ცი­ა­შიც. შე­დე­გად კი ამას მოჰ­ყვა ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა, რომ­ლის­თვი­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, ასე­თი გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თუ შე­ეძ­ლო ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს მკვა­ხე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა. ჩვენ­თვის ნა­ტო არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის სიმ­ბო­ლო, სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ ამ სიმ­ბო­ლოს ჩირ­ქი მოს­ცხო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ტყუ­ი­ლებ­მა. იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ივა­ნიშ­ვილ­თან შე­ხვე­დრის შემ­დეგ რას­მუ­სე­ნის­თვის ცხა­დი გახ­დე­ბა რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, რის შემ­დე­გაც, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს ბო­დი­ში მო­ე­ხა­და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის.

- მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ, ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა უნ­და ამო­წუ­როს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და...

- კარ­გი იქ­ნე­ბა, ჩვენს და­სავ­ლელ პარ­ტნი­ო­რებს ახ­სოვ­დეთ, რომ რე­ა­ლუ­რად ჩვენ პრე­ზი­დენ­ტი არ გვყავს, სა­მა­გი­ე­როდ გვყავს­ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რი, რო­მე­ლიც იჩე­მებს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბას. რო­დე­საც აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რი უპი­რის­პირ­დე­ბა ქვეყ­ნის პარ­ლა­მენტს და მთავ­რო­ბას, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, მი­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო ფუნ­ქცი­ე­ბი ეჭ­ვქვეშ დგე­ბა და ეს ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს არ ემ­სა­ხუ­რე­ბა. ეს კარ­გად გა­მოჩ­ნდა ამ ასამ­ბლე­ა­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლი­სას, რო­დე­საც ვნა­ხეთ, რომ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლი მზად არის ქვე­ყა­ნა და­ა­ზა­რა­ლოს. გა­მოჩ­ნდა ისიც, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ნა­ტოს­კენ გულ­წრფელ სვლას, ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­არ­კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლი და არა ნა­ტო­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­წევ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი სურ­ვი­ლი.

- ის, რომ ასე­თი მკაც­რი შე­ფა­სე­ბა გაჩ­ნდა რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში, ხომ არ მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­კოჭ­ლეს ასამ­ბლე­ის მუ­შა­ო­ბი­სას?

- ვფიქ­რობ, უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­გზავ­ნი­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი - ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი და ვიქ­ტორ დო­ლი­ძე არ და­აკ­ლებ­დნენ მცდე­ლო­ბას, მი­ე­ტა­ნათ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბამ­დე, მაგ­რამ ისიც გა­სა­გე­ბი­ა, რომ ამ შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი პი­რე­ბის მცდე­ლო­ბა ვერ შეც­ვლი­და ნა­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თვალ­საზ­რისს. შე­სა­ბა­მი­სად, ასამ­ბლე­ა­მაც გა­ი­ზი­ა­რა რას­მუ­სე­ნის აღ­შფო­თე­ბა. ერ­თი სა­კითხ­იც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა: წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­უ­ჯე­ტი­დან უამ­რა­ვი ფუ­ლი იხარ­ჯე­ბო­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და არა ქვეყ­ნის ლო­ბი­რე­ბა­ში, ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი კი­დევ აძ­ლევს ნაც­მოძ­რა­ობას სა­შუ­ა­ლე­ბას, ლო­ბის­ტებს გა­და­უ­ხა­დოს ფუ­ლი, თუმ­ცა მო­მა­ვა­ლი წლი­დან ქვეყ­ნის ხარ­ჯზე ნამ­დვი­ლად ვე­ღა­რა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყ­ე­ბელს", რო­გორც ჩანს, ესეც იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და რას­მუ­სე­ნის სა­უბ­რის თე­მა. სა­ა­კაშ­ვილ­მა სცა­და, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყ­ე­ბელ­ში" ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის შეს­ვლა "ი­მე­დის" დარ­ბე­ვის რან­გში აეყ­ვა­ნა. არა­და, მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია მოწ­მდე­ბა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყ­ებ­ლის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ და ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ თა­ვი­ან­თი მოქ­მე­დე­ბე­ბით, წი­ნას­წარ, გა­მო­ძი­ე­ბამ­დე აღი­ა­რეს, რომ ამ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი. რო­დე­საც სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ხა­ზი­ნის ამ­ხე­ლა ვა­ლი აქვს, ბუ­ნებ­რი­ვად ჩდე­ბა კითხ­ვე­ბი იმ სა­ხელ­მწი­ფო ფი­ნან­სუ­რი სის­ტე­მის მი­მართ, რო­მელ­მაც ამ­ხე­ლა ვა­ლის დაგ­რო­ვე­ბა და­უშ­ვა. კი­დევ უფ­რო უა­რე­სი­ა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­და­სა­ხა­დო სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ასე­თი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­და კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ნა­წილ­საც.

- მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში იგეგ­მე­ბო­და ნა­ტოს სამ­ხედ­რო კო­მი­სი­ის ჩა­მოს­ვლა, წინ იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის სე­სია და ნა­ტოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლი, შეც­დო­მა ხომ არ იყო გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის და­კა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ჯერ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, შემ­დეგ კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ ისევ მი­მარ­თა მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს?

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს - უნ­და და­ა­პა­ტიმ­რონ თუ არა ვინ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამა­ზე ჩვენ ნუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ უკ­ვე აირ­ჩია პა­რლამენტი, რო­მელ­მაც შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბით აღ­ჭურ­ვა მთავ­რო­ბა, მათ შო­რის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რიც, ამ ეტაპ­ზე მათ საქ­მე­ში ჩა­რე­ვა არაფ­რის მომ­ცე­მი იქ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია შევ­თა­ვა­ზო რას­მუ­სენს, მო­მა­ვალ­შიც უად­გი­ლოდ და უსა­მარ­თლოდ რომ არ აღ­შფოთ­დეს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში, მე­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გით აღ­შფო­თე­ბა კი არა, გულ­ყრა რომ არ და­ე­მარ­თოს.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ნა­ტოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლი­სას გა­ნაცხ­ა­და, რომ ის იმ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი­ა, რო­მელ­შიც ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ა.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის", რო­გორც ჩანს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა, რომ მა­თი ცხრაწ­ლი­ა­ნი ბო­გი­ნი უნ­და დას­რულ­დეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბის გა­მოწ­ვე­ვა ჩა­დე­ბუ­ლი იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, ამი­ტომ აქვს პრე­ზი­დენტს სა­პრე­ზი­დენ­ტო ვა­და ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი. იმე­დი აქვთ, რომ ერ­თი წე­ლი ეყო­ფათ ვი­თა­რე­ბის შე­მო­საბ­რუ­ნებ­ლად. რო­გორც კი გა­მოცხ­ად­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი, და­იწყო დი­დი თან­ხე­ბის გა­და­რიცხ­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბე­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ბა­ლან­სზე რიცხ­უ­ლი უა­მ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ რა­ი­ო­ნე­ბის თვით­მმარ­თვე­ლო­ბებს გა­და­უ­ფორ­მეს, სა­დაც ნაც­მოძ­რა­ო­ბამ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ა­ხერ­ხა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ ქვეყ­ნის მარ­თვის ისე­თი მრუ­დე სის­ტე­მა შექ­მნეს, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია არა რა­ი­მე ტი­პის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცი­ა­ზე, არა­მედ ად­გი­ლობ­რივ მმარ­თველ­თა ვერ­ტი­კა­ლუ­რი დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­სა და მორ­ჩი­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ეს ვერ­ტი­კა­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი­ა, მაგ­რამ თუ გა­ირ­კვა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის პა­რა­ლე­ლუ­რად ამ ვერ­ტი­კალ­მა თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა ქვე­ყა­ნას, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის დო­ნე­ზე უნ­და დად­გეს იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ყოფ­ნა­-არ­ყოფ­ნის სა­კითხ­ი, რო­მე­ლიც მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია სა­ბო­ტა­ჟის რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ხალ­ხის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია მმარ­თვე­ლო­ბის ის სტი­ლი, რაც რე­გი­ო­ნებ­შია და­ნერ­გი­ლი, ამი­ტო­მაც უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ვა­და­ზე ად­რე ჩა­ტარ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი.

- რას იტყ­ვით ბა­ჩო ახა­ლა­იას და­კა­ვე­ბა­სა და იმ პრო­ცე­სებ­ზე, რი­სი მომ­სწრე­ნიც ვართ - ის ცი­ხის საკ­ნი­დან იძ­ლე­ვა ინ­ტერ­ვი­უ­ებს და ცდი­ლობს, თა­ვი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ცო­ტა უც­ნა­უ­რად არ გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლა­მის მონ­სტრად წარ­მო­ა­ჩენ­დნენ, საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს?

- ნა­ცე­ბიც და თეა თუთ­ბერი­ძეც ამ კა­ცის ლა­მის დე­და ტე­რე­ზად წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ, თუმ­ცა მა­გათ მეტს ეს არა­ვის სჯე­რა. ახა­ლაია არ არის დე­და ტე­რე­ზა და ვერც იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ახა­ლა­იას ბრა­ლი დღი­თი დღე დამ­ძიმ­დე­ბა. არ­სე­ბობს არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლო მო­საზ­რე­ბა, რომ ახა­ლა­ი­ა­სთ­ვის ყვე­ლა­ზე უსაფ­რთხო თავ­შე­სა­ფა­რი ახ­ლა ქარ­თუ­ლი ცი­ხე­ა, მით უფ­რო რომ, რო­გორც ჩანს, იმ ცი­ხე­ში მშვე­ნივ­რად გრძნობს თავს, არ აკ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ყუ­რადღ­ე­ბა, მაგ­რამ არა მგო­ნი­ა, ნორ­მა­ლუ­რი იყოს, ახა­ლაია ზე­აქ­ტი­უ­რი მე­დი­ის წყა­ლო­ბით მოძღ­ვრავ­დეს ერს ცი­ხი­დან.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა