ვაჟა ლილუაშვილი უკანონო მოსმენებისთვის დააკავეს

ვაჟა ლილუაშვილი უკანონო მოსმენებისთვის დააკავეს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი დაკავებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურაში მყოფმა მისმა ადვოკატმა ზაზა ვაშაყმაძემ ტელეფონის მეშვეობით აცნობა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ვაჟა ლილუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს და ჯარიმიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაჟა ლილუაშვილი ამ დრომდე პროკურატურის შენობაში რჩება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ