აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი დააკავეს

აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანია დაკავებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, წუხელ დააკავეს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გურავა. ის ეჭვმიტანილია ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და იარაღის უკანონო ტარებაში.

მინაშვილი აცხადებს, რომ თენგიზ გურავა ბოლო პერიოდში სულ მასთან ერთად იმყოფებოდა და წუხელ თავად მიიყვანა სახლში. მინაშვილის ვარაუდით, თენგიზ გურავა გუშინ სადარბაზოში აიყვანეს.

გარდა ამისა, მინაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული ძალების სერჟანტი ალექსანდრე გორგაძე. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დააკავეს სენაკის ბაზაზე მომხდარი ინციდენტის საქმესთან დაკავშირებით, რომელთან დაკავშირებით ბრალი ბაჩო ახალაიასაც აქვს წაყენებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა