"საქართველოს ფოსტის" გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძე დაინიშნა

"საქართველოს ფოსტის" გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძე დაინიშნა

"საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძე დაინიშნა. ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" თავად ჩიკვაიძემ დაუდასტურა. მისი თქმით, თანამდებობაზე ოფიციალურად დღეს დაინიშნა და შესაბამისად "ამომრჩეველთა ლიგა" დატოვა.

ჩიკვაიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან სანაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ლევან ჩიკვაიძე "ამომრჩეველთა ლიგის" აღმასრულებელი დირექტორი იყო. მანამდე კი მას "გრეკო ჯგუფი საქართელოს"-ს გენერალური მენეჯერის თანამდებობა ეკავა, რის შემდეგაც საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველო" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"