ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც დანაშაული ექნება ჩადენილი, მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ დაისჯება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
თუმცა, ბაქრაძის შეფასებით, ამ დაკავებების პოლიტიზაცია არავის ინტერესებში არ შედის.
"ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი ამგვარი ნაბიჯი მხოლოდ სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარეობს. ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა, ქვეყანა იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე განმარტებით, არავინ დავობს იმ საკითხზე, რომ კონკრეტულ დანაშაულზე ადამიანმა პასუხი უნდა აგოს, თუმცა მთავარია პროცესები სამართლიანად წარიმართოს.
"ყველა ადამიანი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერი ამგვარი ნაბიჯი სამართლიანად იდგმება", - აღნიშნა ბაქრაძემ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ყოველი დაკავება არ შეიძლება იყოს მორიგი ისტერიის მიზეზი პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ.