შვედეთის რეგიონული პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად, ქალაქ გეტებორგთან ახლოს, დევნილთა ბანაკში საქართველოსა და რუსეთის შვიდი მოქალაქე დააკავეს, რომელთაც ბრალი მძიმე დანაშაულებებში ედებათ.
კერძოდ, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ქურდობასა და ძარცვაში, ასევე რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირში.
დაკავების ადგილიდან ამოღებულია იარაღი და მოპარული საქონელი. პოლიცია დაკავებულთა ვინაობას ჯერ არ ახმაურებს, თუმცა ცნობილია, რომ ისინი რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან.