გიორგი ყავლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

გიორგი ყავლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროს გიორგი ყავლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატა დავით ხაჯალიამ განუცხადა, ყავლაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედავებიან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით წარედგინა, ესენა 187-ე და 333-ე მუხლების პირველი ნაწილი. პირველი სხვისი ქონების დაზიანებას, მეორე კი თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურა ყავლაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს, სავარაუდოდ, დღესვე მიმართავს.

აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებამდე კუდ-ის მაღალჩინოსანი ე.წ. მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში დარჩება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ