გიგი უგულავა შოთა ხიზანიშვილის დაპატიმრების საქმეს ივანიშვილის მიერ ინიცირებულად მიიჩნევს

გიგი უგულავა შოთა ხიზანიშვილის დაპატიმრების საქმეს ივანიშვილის მიერ ინიცირებულად მიიჩნევს

თბილისის მერი გიგი უგულავა შოთა ხიზანიშვილის დაპატიმრების საქმეს ივანიშვილის მიერ ინიცირებულად მიიჩნევს . როგორც უგულავამ დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდება მეტისმეტად უსუსური იყო. "სამწუხაროა, რომ მოსამართლემ ზეწოლას ვერ გაუძლო. ეს საქმე არის პირადად ივანიშვილის მიერ ინიცირებული. ის ცდლობს, ნამუსი მოიწმინდოს და კოლეგებს დაუმტკიცოს, რომ მათ არ უსმენს. მინდა შევახსენო ყველას, დაგუგლონ "რასიისკი კრედიტი" და ნახავენ უამრავ მაგალითს, რომ ივანიშვილის მართვის მეთოდი იყო მოსმენა, ერთმანეთის ჩაშვება და თანამშრომლების კინკლაობა. დღეს ის პრემიერ-მინისტრია და ამიტომ ცდილობს ნამუსი მოიწმინდოს, თუმცა, ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, შოთა ხიზანიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა, რადგან იგი შს სამინისტროში არანაირ ოპერატიულ საქმიანობას არ აწარმოებდა. "აქედან გამომდინარე მის მიმართ ყველა ბრალდება არის შეთითხნილი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს. პოლიტიკური მიზანი კი, უკავშირდება ვანო მერაბიშვილს, რადგან ხიზანიშვილი მასთან დაახლოებული პირია და მისი ადმინისტრაციის უფროსი იყო 7 წლის განმავლობაში. ეს ასევე მიკავშირდება მე, რადგან ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხიზანიშვილი ჩემი მოადგილეა. ასეთი წარმატებით გააგრძელონ მუშაობა!", - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სოლჟენიცინის ცნობილი გამონათქვამი გაახსენდა "თეთრგვარდიელებს და რეპრესირებულებს ბოლომდე რომ გამოეყენებინათ თავიანთი უფლება, ბოლომდე სისხლი რომ გაეშროთ ყველა რიგითი ჩეკისტისთვის, რომელიც შუაღამით მიდიოდა და ხალხს იჭერდა, მაშინ ეს რეჟიმი ამდენ ბოროტებას ვერ ჩაიდენდა". აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ლეგალური საშუალება უნდა გამოვიყენოთ. მათ შორის შევარცხვინოთ ყველა პოლიციელი, რომელმაც 90-იანი წლების პრაქტიკა აღადგინა. უნდა მივმართოთ ყველა ხერხს, რომ ამ ახლად გამომცხვარ ჩეკისტებს არ მივცეთ შესაძლებლობა ქვეყანა დაანგრიონ", - აღნიშნა უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შოთა ხიზანიშვილს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა გიგი უგულავას თავდებობა და ხიზანიშვილი პატიმრობაში დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა