ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ამინისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვაზე კანონმდებლებს შორის დაპირისპირება უმცირესობის წევრის, მარიამ საჯაიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ წლების წინ საქართველო ერთ-ერთი კრიმინალური ქვეყანა იყო, ამჟამად კი, ქართული სახელმწიფო ევროპაში ერთ-ერთი უსაფრთხოა.

საჯაიასა და მის თანაგუნდელებს კი უმრავლესობის წევრმა, კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ურჩია ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში ტერმინ "კრიმინალურ მენტალიტეტს" ნუ გამოიყენებდნენ.

"ამ სიტყვების გამოყენებისას ფრთხილად უნდა იყოთ. გირჩევთ, რომ მსგავს სიტყვებს ნუ გამოიყენებთ. ერს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას", - მიმართა ბესელიამ უმცირესობას.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კი, სხდომაზე აქცენტი საჯაიას ასაკზე გააკეთეს, რამაც თავად საჯაიას პროტესტი გამოიწვია. დეპუტატის 21 წლისაა.

დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა, რომ მის ასაკზე ნუ ისაუბრებდნენ. დეპუტატებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

უმცირესობის წევრმა თამარ ბოკუჩავამ კომიტეტს მოუწოდა, ყველა დეპუტატის უფლება იყოს დაცული.

მან საჯაიას ასაკზე გაკეთებული განცხადება შეურაცხყოფად აღიქვა და მოწვეულ სტუმრებს, კერძოდ კი, ნანა კაკაბაძეს, კორექტულობისკენ მოუწოდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა