ჩატარებულ გამოკითხვათა მიხედვით, ისრაელის მოსახლეობის დიდი ნაწილი "ღაზას" სექტორში შეჭრის წინააღმდეგია. ყველაზე მასშტაბური გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტი უჭერს მხარს ღაზას სექტორში შეჭრას. ამავე გამოკითხვის მიხედვით, 84 პროცენტი დადებითად აფასებს ისრაელის სამხედრო ძალების მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებულ საჰაერო იერიშს.
დიპლომატიური გამოსავალი სასურველია ოფიციალურ თელ-ავივისათვისაც, რომელმაც გუშინ "ჰამასს" 36 საათიანი ულტიმატუმი წაუყენა. ამჟამად, ისრაელისა და ღაზას საზღვარზე მობილიზებულია 60000 ამდე სამხედრო პერსონალი და მრავალრიცხოვანი სამხედრო ტექნიკა, რათა ულტიმატუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ღაზაზე სახმელეთო შეტევა განახორციელონ.