მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ "ესპას ანრი შენოს" აპარტამენტებში

მიხეილ სააკაშვილი სანატორიუმ "ესპას ანრი შენოს" აპარტამენტებში

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა ბლოგ-პლატფორმა livejournal.com-ზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასვენების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოები ცოტა ხნის წინ იტალიის ქალაქ მერანოში, ფეშენებელურ სანატორიუმ "ესპას ანრი შენოშია" გადაღებული. როგორც კანდელაკი წერს, ეს სპა-კურორტი უკრაინის მმართველი ელიტისა და დიეგო მარადონას საყვარელი დასასვენებელი ადგილია.

"ესპას ანრი შენო" დამსვენებლებს სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროგრამებსა და დამატებით სერვისებს სთავაზობს.

ორსაძინებლიანი ლუქსი, რომელშიც სააკაშვილი დაბინავდა, ერთი დღე-ღამით 1350 ევრო ღირს, ხოლო გამაჯანსაღებელი ექვსდღიანი პროგრამა - 2860 ევრო. ის მოიცავს დიეტას (გახდომისა და ტოქსინების გამოყოფისთვის), ანალიზებსა და ენერგეტიკულ მასაჟს. დამატებით 120 ევროს გადახდის შემთხვევაში, დამსვენებელს შეუძლია მუცლის მასაჟი გაიკეთოს, 120 ევრო ღირს ლიმფოდრენაჟი (ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოყოფა). ანტიცელულიტური პროცედურები და ტერფების მასაჟიც - 120 ევრო.

პრეზიდენტმა სანატორიუმში ერთი კვირა დაჰყო.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"