სამართალდამცავებმა ყოფილი "თბილისის წყლის" ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა ყოფილი "თბილისის წყლის" ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა, წუხანდელი დაკითხვის შემდეგ, ყოფილი "თბილისის წყლის" (ახლანდელი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი") ხელმძღვანელი გეგი ქელბაქიანი დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი - არჩილ ჩოგოვაძე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ფულის გათეთრება ედებათ ბრალად, რაც 9-დან 12-მდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გეგი ქელბაქიანი, რომელიც, გავრცელებული ცნობით, თბილისის მერის, გიგი უგულავას მეგობარია, ამჟამად "ბუდა ბარისა" და ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელია.

ქელბაქიანი და ჩოგოვაძე ე.წ. მოდულის შენობაში არიან გადაყვანილი. საქმის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ