იტალიაში ციხის კაპელანი პატიმრებს მასთან სექსს აიძულებდა

იტალიაში ციხის კაპელანი პატიმრებს მასთან სექსს აიძულებდა

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხის, სან ვიტორეს სულიერი მოძღვარი პატიმრებთან სექსუალური ურთიერთობებისათვის დააპატიმრეს. როგორც გაირკვა, 51 წლის პადრე ალბერტო ბარინი პატიმრებს სიგარეტის, პირადი ტუალეტის სხვადასხვა აქსესუარებისა და ზოგჯერ ნაადრევად გათავისუფლების სანაცვლოდ სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სთხოვდა. პოლიციის განცხადებით, ამ გზით მან სულ მცირე 6 პატიმარს აიძულა, მასთან სექსუალური კავშირი ჰქონოდათ.

ბარინი მხოლოდ უცხოელ პატიმრებს არჩევდა. გამოძიებამ, რომელსაც კაპელანის დანაშაულებების შესახებ ერთ-ერთმა პატიმარმა განუცხადა, ბარინის ოთახში ფარული კამერა დაამონტაჟა და შერცხვენილი პადრე "ფაქტზე" აიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, სასჯელის რა ზომას შეუფარდებენ ალბერტო ბარინს, თუმცა ამ ამბავმა უკვე გამოიწვია მითქმა-მოთქმა და კრიტიციზმის მომძლავრება ვატიკანის მიმართ, რომელსაც ადამიანის უფლებათა დამცველები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები დანაშაულებებში შემჩნეული სასულიერო პირებისთვის ხელის დაფარებაში სდებენ ბრალს.

მომზადებულია ilgiorno.it-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ