თამარა ჩერგოლეიშვილი ეკა ბერიძის ვაჟის საქართველოში დაბრუნებით დაინტერესდა

თამარა ჩერგოლეიშვილი ეკა ბერიძის ვაჟის საქართველოში დაბრუნებით დაინტერესდა

გიგა ბოკერიას მეუღლე, თამარა ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ ეკა ბერიძის შვილის, ბექა ჯიბლაძის საქართველოში დაბრუნებით ინტერესდება.

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ჩერგოლეიშვილი კითხვას სვამს, დაკავებულია თუ არა შსს-ს ვებგვერდზე ჯერ კიდევ ძებნილად მოხსენიებული ბექა ჯიბლაძე და რატომაა "არააგრესიული შოთიკო ხიზანიშვილისთვის ან გეგი ქელბაქიანისთვის თავისუფლების აღკვეთა უფრო საშური, ვიდრე ეკა ბერიძის და ლევან გაჩეჩილაძის აგრესიული ვაჟებისთვის".

ამ პოსტს თამარა ჩერგოლეიშვილი "შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ ეჭვების "გაფანტვის" სურვილით ხსნის.

"კითხვა მაქვს - თვითმმართველობას და ყოფილ ჩინოვნიკებს რომ მართლმსაჯულების სახელით ვებრძვით, მესმის. მაგრამ ეკა ბერიძის ვაჟი რომ ჩამოვიდა, იმას რას ვუშვებით? რამე ხომ არ გსმენიათ მისი დაკავების შესახებ?" - დაწერა თამარა ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ჩერგოლეიშვილის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. "ფეისბუქის" მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ მთავრობა ბექას პოლიტიკური დევნილის სტატუსს მიანიჭებს და მას ამნისტია შეეხება.

შეგახსნებეთ, რომ ჟურნალისტ ეკა ბერიძის შვილი ამ დრომდე ძებნაშია. მას ბრალად ადამიანის დაჭრა ედება. ინციდენტი 2012 წლის 2 აგვისტოს, ერთ-ერთ ბარში მოხდა. ბექა ჯიბლაძემ ბარის თანამშრომელს ცივი იარაღით თავის არეში ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ჯიბლაძეს "ინტერპოლიც" ეძებდა, თუმცა ახლა ის "წითელი ცირკულაციით" ძებნილთა სიიდან ამოღებულია.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"