ისრაელმა "რკინის გუმბათების" რაოდენობა გაზარდა

ისრაელმა "რკინის გუმბათების" რაოდენობა გაზარდა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა თელ-ავივის დასაცავად, ქალაქის მახლობლად "რკინის გუმბათების" დამატებითი რაოდენობა განალაგეს. ის საბრძოლო მორიგეობაზე დაყენებული რიგით მეხუთე კომპლექსია.

"რკინის გუმბათების" რაოდენობის ზრდა ღაზას სექტორიდან ებრაული ქალაქების მიმართულებით რაკეტების გაშვების გახშირებამ განაპირობა. 14 ნოემბერს ებრაულმა არმიამ პალესტინელი ბოევიკების წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ოპერაციისას, რომელსაც "ღრუბლიანი სვეტი" უწოდეს, "რკინის გუმბათმა" პალესტინელების მიერ გამოშვებული 100-ზე მეტი რაკეტა გაანადგურა.

"რკინის გუმბათზე" ებრაულმა სპეციალისტებმა მუშაობა 2005 წელს დაიწყეს. მიზანს ეფექტური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც ებრაულ ქალაქებს 70 კმ-ის რადიუსში დაიცავდა. 2007 წელს სისტემის პირველი გამოცდა შედგა. კომპლექსის შემადგენლობაში ერთი რადარი და სამი გამშვები დანადგარი შედის (თითოში 20 რაკეტაა).

რადარის მიერ სამიზნის დაფიქსირებიდან, მის გასანადგურებლად რაკეტის გაშვებამდე მხოლოდ სამი წამი გადის. "რკინის გუმბათის" პროექტი ისრაელის თავდაცვის უწყებამ 14 სხვადასხვა ვარიანტიდან შეარჩია.

ეკონომიური თვალსაზრისით, სისტემა არც ისე ეფექტურია. რაკეტის ყოველი გაშვება 15000 დოლარი ჯდება. შედარებისთვის პალესტინელების თვითნაკეთი "კასამები" საშუალოდ 200-300 დოლარი ღირს. თუმცა ამავე დროს ქალაქებში ჩამოვარდნილ რაკეტებს გაცილებით დიდი ეკონომიური ზარალი და მსხვერპლი მოაქვთ.

მხოლოდ გასული წლის განმავლობაში ებრაულ ქალაქებს 386 რაკეტა ესროლეს. არსებული ცნობით, ოპერაცია "ღრუბლიანი სვეტისას" პალესტინელებმა 760 რაკეტა გუშვეს, საიდანაც "რკინის გუმბათმა" 267 გაანადგურა. დასახლებულ რაიონებში მხოლოდ 29 ჩამოვარდა. სისტემა ისეა დაპროგრამებული, რომ რაკეტის გაშვების ბრძანების გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მოწინააღმდეგის რაკეტა დასახლებულ რაიონზეა მიმართული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?