ბაჩო დოლიძე - მერის დისკრედიტაციის მიზნით, "ჰერმესთან" დაკავშირებით პროვოკაციაა მოსალოდნელი

ბაჩო დოლიძე - მერის დისკრედიტაციის მიზნით, "ჰერმესთან" დაკავშირებით პროვოკაციაა მოსალოდნელი

თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელი პროვოკაციაზე საუბრობს. ამის შესახებ დღეს მერიის სპიკერმა ბაჩო დოლიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა.

როგორც ბაჩო დოლიძე აცხადებს, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ მერიას შპს "ჰერმესის" ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია და აუდიოჩანაწერი.

"აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ რომ შპს "ჰერმესის" საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება იგეგმება, თითქოს აღნიშნული შპს-ის მიერ ხალხის კუთვნილი სასაფლაოების გადაყიდვა და ჭირისუფლის მიერ მომსახურებისთვის გადახდილი თანხის პირად ანგარიშებზე ჩარიცხვა ხდება. ასევე, მიზნის მისაღწევად დაგეგმილია თამნამშრომლების წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა და მხოლოდ ჟურნალისტის მიერ გადასაღებად მათთვის თანხის შეთავაზება. მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქის მერის პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნით, გარკვეული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მხრიდან, უკანონო ქმედებების ჩადენაა მოსალოდნელი, რომლის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით, მასობრივი აქციების ორგანიზება და საზოგადოებრივი მღელვარების პროვოცირებაა", -აცხადებს ბაჩო დოლიძე.

ბაჩო დოლიძის თქმით, ირკვევა, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირისთვის.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების გეგმებში არის მძიმე დანაშაულის მზადების ნიშნები, როგორიცაა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (მუხლი 225), ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიური მონაწილეობა (მუხლი 226) ან/და დანაშაულის პროვოკაცია, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციას ვუგზავნით საქართველოს პროკურატურას და ვთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დაადგინონ სიმართლე საზოგადოებისთვის ძალიან სენსიტიურ საკითხთან დაკავშირებით", -განაცხადა თბილისის მერიის სპიკერმა.

დოლიძის თქმით, მსგავსი გეგმა იმავე პირების მიერ ავტობუსების მძღოლების აქციების პროვოცირების დროს, უკვე განხორციელდა.

თბილისის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, არ ენდონ ამ შინაარსის ცნობებს.

აუდიოჩანაწერის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

იხილეთ ვიდეო: მერიის გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში შალვა რამიშვილი და ნანა ლეჟავა ფიგურირებენ

თბილისის მერია შპს "ჰერმესთან" დაკავშირებით მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"