ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილს ხუმრობით ვუთხარი, ფილოსოფოსობას თავი დაანებე და ცოტა გასაგებად უთხარი ხალხს

ბიძინა ივანიშვილი - მარგველაშვილს ხუმრობით ვუთხარი, ფილოსოფოსობას თავი დაანებე და ცოტა გასაგებად უთხარი ხალხს

სასტუმრო "რედისონში" პრესკონფერენციის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს არაოფიციალურად გაესაუბრა. ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, როგორი ინტენსივობით იქნებოდა შეხვედრების გამართვა ჟურნალისტებთან მისაღები. ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ სასურველია, თვეში ერთხელ გაიმართოს ასეთი შეხვედრები, ხოლო თუ აქტუალური თემა გამოჩნდება, კარგი იქნება, პრემიერი მედიას სხვა დღეებშიც შეხვდება.

ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის წყენა არ შეიძლება.

"რეალ ტივის" ვერ ვხედავ და მაკლია თვალს", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დამნაშავე ის არის, ვინც ჟურნალისტებს ცუდ იდეოლოგიას უნერგავს. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს ხუმრობით უთხრა, რომ "ფილოსოფოსობას თავი დაანებე და ცოტა გასაგებად უთხარი ხალხს".

სასტუმრო "რედისონში" ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია უკვე დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"