ადვოკატი - "ვიკილიქსის" ცნობილი საქმის დროს არც ერთი პროგრამისტი განსასჯელის სკამზე არ მჯდარა"

ადვოკატი - "ვიკილიქსის" ცნობილი საქმის დროს არც ერთი პროგრამისტი განსასჯელის სკამზე არ მჯდარა"

თბილისის სააპელაციო სასამართლოში კუდ-ისა და სოდ-ის მაღალჩინოსნების სააპელაციო საჩივრების განხილვისას, 18 წლის ვასილ ჯამალაშვილის ადვოკატმა, სიტყვით გამოსვლისას, მისი დაცვის ქვეშ მყოფისა და "ვიკილიქსის" საქმესთან დაკავშირებით პარალელი გაავლო.

როგორც ადვოკატმა გიორგი ფოფხაძემ აღნიშნა, "ვიკილიქსის" ცნობილი საქმის დროს არც ერთი პროგრამისტი განსასჯელის სკამზე არ მჯდარა. მისივე თქმით, თვით "ვიკილიქსის" დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟიმ, რომელიც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ სხვის კომპიუტერებში შესვლის შედეგად მიღებული ყველა ინფორმაცია ჯერ არ ჰქონდა გამოქვეყნებული და ამას კიდევ აპირებდა. თუმცა, ფოფხაძის თქმით, ამის მიუხედავად სასამართლომ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აქედან გამომდინარე, ვასილ ჯამალაშვილის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე სააპელაციო სასამართლოსგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ვინაიდან ოჯახს ფინანსური შეძალებლობები არ გააჩნია, ის ითხოვს ჯამალაშვილის გათავისუფლებას მინიმალური თანხის, 1 000 ლარის სანაცვლოდ.

დღევანდელ პროცესზე კუდ-ისა და სოდ-ის კიდევ 9 მაღალჩინოსნის სააპელაციო საჩივარს იხილავენ. ყველა ბრალდებულის ადვოკატი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. პროცესს თავად ბრალდებულებიც ესწრებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ