აკაკი მინაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

 აკაკი მინაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალურ მოძრაობაში" განუცხადეს, მინაშვილი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით , თენგიზ გუნავას სარჩელთან დაკავშირებითაა დაბარებული.

"აკაკი მინაშვილი დაკითხვაზე 14:00 საათზე დაიბარეს და უკვე მივდივართ. ადვოკატი არ ახლავს, რადგან მოწმის სტატუსითაა დაბარებული", - აღნიშნეს "ნაციონალურ მოძრაობაში".

შსს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას სარჩელით გასულ კვირას მიმართა.

თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო შენახვასა და ნარკოტიკებთან დაკავშირებით იყო დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ