სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რეჟიმი გამკაცრდება, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა ღუდუშაურის კლინიკაში პატიმრების დაპირისპირების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, პატიმრებს, რომლებმაც ღუდუშაურის კლინიკაში არეულობა გამოიწვიეს, სასჯელი დაემატებათ.

ამავდროულად, მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა ბადრაგ ჯამბულ ხოშარაულის ოჯახს, რომელიც მსჯავრდებულების დაპირისპირების შემდეგ გარდაიცვალა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ დასახმარებლად მაქსიმუმს გააკეთებს.

"წინასწარი ინფორმაციით, ჯამბულ ხოშარაული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გულის შეტევით გარდაიცვალა. პატიმრებს, რომლებსაც კონფლიქტი მოუვიდათ, სასჯელი დაემატებათ. ისინი პასუხს აგებენ კანონის შესაბამისად. დაპირისპირებისას მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმებს და დააზიანეს საავადმყოფოს ქონებაც. ახლა ჩვენი უმთავრესი ამოცანა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წესრიგის დამყარებაა და ამას გავაკეთებთ. პატიმართა წამების კადრების გავრცელების შემდეგ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ციხეებში რეჟიმი მოიშალა და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგენთ ამ რეჟიმს. ეს იქნება ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი რეჟიმი. ის არ იქნება დამყარებული პატიმართა ღირსების ან სიცოცხლის ხელყოფაზე", - განაცხადა სუბარმა.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილე პატიმრები ამჟამად შესახლებული არიან გლდანის N8 დაწესებულებაში და მათ მიმართ სათანადო ღონისძიებები დაპირისპირების გამოძიების შემდეგ გატარდება.

ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ინციდენტი მოხდა, რომლის შემდეგ, სავარაუდოდ, გულის შეტევით 48 წლის ბადრაგი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ