"ჩე­მი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის გეგ­მა გია დგე­ბუ­ა­ძის, ანუ "მას­ტე­რას"კა­ბი­ნეტ­ში შე­მუ­შავ­და!"

"ჩე­მი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის გეგ­მა გია დგე­ბუ­ა­ძის, ანუ "მას­ტე­რას"კა­ბი­ნეტ­ში შე­მუ­შავ­და!"

უკ­ვე 2 წე­ლი­ა, შვი­ლე­ბი არ მი­ნა­ხავს, რაც გაგ­ვაჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე და უცხო ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე. ჩე­ხუ­რი ენა არ ვი­ცი და მხო­ლოდ ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნით ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი ვერ ვი­შო­ვე, ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ რეს­ტო­რან­ში ჭურ­ჭლის მრეცხ­ა­ვად ვი­მუ­შა­ო. დი­დი მად­ლო­ბა უფალს ამის­თვი­საც­... ვი­ცი, რომ ჩე­მი ოჯა­ხის გა­ნად­გუ­რე­ბის გეგ­მა ბა­ტონ გია დგე­ბუ­ა­ძის, ანუ "მას­ტე­რას" კა­ბი­ნეტ­ში შე­მუ­შავ­და, ისიც ვი­ცი, რომ სი­მარ­თლე ჩე­მი ოჯა­ხის მხა­რე­საა და პა­უ­ლო კო­ე­ლი­ოს სიტყ­ვებს მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: თუ ღმერ­თი შენ­თა­ნა­ა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ გებ­რძვის?! - ეს არის ამო­ნა­რი­დი ქე­თევან ლომ­სა­ძის წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ჩე­ხეთ­ში, ქა­ლაქ პრა­ღა­ში ცხოვ­რობს. მი­სი მე­უღ­ლე, მინ­დია ქა­ში­ბა­ძე, ამა­ვე ქა­ლაქ­ში 2010 წლის 6 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს და დღემ­დე პრა­ღა­ში, პან­კრა­ცის ცი­ხის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა. რა­ტომ ჩას­ვეს ცი­ხე­ში ერთ დროს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ამის თა­ო­ბა­ზე ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი გა­ბუ­ნია გვი­ამ­ბობს:

- მინ­დია ქა­ში­ბა­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გახ­ლდათ. ბევ­რმა, ალ­ბათ, არ იცის, რომ მი­სი ძა­ლის­ხმე­ვით შე­იქ­მნა პირ­ვე­ლი ლო­კა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლი და მო­ხერ­ხდა პირ­ვე­ლი ელექ­ტრო­ნუ­ლი ფოს­ტის, ე.წ. მე­ი­ლის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­სი­ვე თა­ოს­ნო­ბით შე­იქ­მნა ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც შე­დი­ო­და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი შრიფ­ტო­ლო­გი ან­ტონ დუმ­ბა­ძე, რო­მელ­მაც შექ­მნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სტან­დარ­ტუ­ლი შრიფ­ტე­ბი. შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მინ­დია ქა­ში­ბა­ძე მუ­შა­ობ­და სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში პა­სუხ­სა­გებ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე. 2003 წელს მინ­დია ქა­ში­ბა­ძეს თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად უკ­ვე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კომ­პა­ნია "მაქ­სტო­პი" და ეძებ­და პარ­ტნი­ორს, რო­მე­ლიც მის ფირ­მას და­ა­ფი­ნან­სებ­და. სწო­რედ ამ მო­მენ­ტში შემ­თხვე­ვით გა­ე­სა­უბ­რა ენერ­გე­ტი­კის ყო­ფილ მი­ნისტრ თე­მურ გი­ორ­გა­ძეს, რო­მელ­მაც ინ­ვეს­ტო­რის პოვ­ნა შეს­თა­ვა­ზა. ასე და­ფუძ­ნდა ახა­ლი კომ­პა­ნია "მაქ­სტოპ პირ­ვე­ლი", რომ­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბად გა­ფორ­მდნენ: მინ­დია ქა­ში­ბა­ძე, გი­ვი გი­ორ­გა­ძე - თე­მურ გი­ორ­გა­ძის უფ­რო­სი ვა­ჟი და ქე­თე­ვან ჯა­ფა­რი­ძე - იმ­ხა­ნად პარ­ლა­მენ­ტარ ავ­თან­დილ (ჭუ­ტა) წე­რეთ­ლის რძა­ლი. სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ა­ში შე­იქ­მნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ლეპ­ტო­პი "მაქ­სტო­პი". ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­დან ერთ თვე­ში კომ­პა­ნია "მაქ­სტოპ პირ­ვე­ლი" "ინ­ტელ­"-ის პარ­ტნი­ო­რი გახ­და, ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­დნენ და ერ­თი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და.

- შემ­დეგ რა მოხ­და?

- 2004-2005 წლე­ბი­დან ამ კომ­პა­ნი­ას ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის "ყუ­რადღ­ე­ბა" აღარ მოჰ­კლე­ბი­ა, კერ­ძოდ, და­ი­ბა­რეს მინ­დია ქა­ში­ბა­ძე, რო­გორც "მაქ­სტოპ პირ­ვე­ლის" დი­რექ­ტო­რი და შეს­თა­ვა­ზეს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" დახ­მა­რე­ბო­და: მის­ცეს ან­გა­რი­შის ნო­მე­რი, სა­დაც თა­ვი­სი სურ­ვი­ლით ფუ­ლი უნ­და გა­და­ე­რიცხ­ა, რა­ზეც მინ­დი­ამ მტკი­ცე უა­რი გა­ნაცხ­ა­და. ამის შემ­დეგ და­იწყო კომ­პა­ნი­ის ინ­ტენ­სი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა სა­ბა­ჟო­ზეც და ად­გილ­ზეც, მაგ­რამ ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვე­რა­ფე­რი ნა­ხეს. ბა­ტო­ნი მინ­დია არ მა­ლავ­და თა­ვის კრი­ტი­კულ თვალ­საზ­რისს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბა­ზე უა­რის თქმით კი, რო­გორც ჩანს, სა­ბო­ლო­ოდ და­ი­პი­რის­პი­რა მმარ­თვე­ლი ძა­ლა. ასე და­იწყო ტე­რო­რი მის წი­ნა­აღ­მდეგ - სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი, შე­მოწ­მე­ბე­ბი, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის მო­უ­ლოდ­ნე­ლი "ვი­ზი­ტე­ბი"... ბო­ლოს კი და­იწყ­ეს გა­მო­ძი­ე­ბა, ხომ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა 2004 წლის და­საწყ­ის­ში "მაქ­სტო­პის" მი­ერ ე.წ. უსა­ქონ­ლო ოპე­რა­ცი­ა. ბევ­რი იძი­ეს, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი და­უ­დას­ტუ­რეს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მომ­ძი­ე­ბელს და­ა­წე­რი­ნეს, რომ კომ­პა­ნი­ის მი­ერ უსა­ქონ­ლო ოპე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და და­ა­დეს ჯა­რი­მა სა­უ­რა­ვე­ბით 300 000 ლა­რამ­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი 2007 წელს მოხ­და. მა­ლე 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნე­ბიც გან­ვი­თარ­და. მინ­დია ქა­ში­ბა­ძე ოპო­ზი­ცი­ას აშ­კა­რად უჭერ­და მხარს და თა­ვის თვალ­ს­აზ­რისს არც მა­ლავ­და. ამან კი­დევ უფ­რო და­ამ­ძი­მა მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა და ხე­ლი შე­უწყო ავ­თან­დილ წე­რე­თელსა და თე­მურ გი­ორ­გა­ძეს, მინ­დია საქ­მი­დან ჩა­მო­ე­შო­რე­ბი­ნათ.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა­ში დას­დეს მას ბრა­ლი?

- და­წე­რეს სა­ჩი­ვა­რი, რომ 2005 წლის და­საწყ­ის­ში მინ­დი­ამ თით­ქოს ავ­თან­დილ წე­რეთ­ლი­სა­გან ისეს­ხა 650 000 დო­ლა­რი ბიზ­ნე­სის­თვის, ანუ "მაქ­სტო­პის­თვის". ბრა­ლად დას­დეს, რომ მინ­დი­ამ ეს თან­ხა კომ­პა­ნი­ა­ში არ მი­ი­ტა­ნა და არც პრო­ცენტს უხ­დი­და წე­რე­თელს. აქ­ვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ კომ­პა­ნი­ის ბუ­ღალ­ტე­რი და იუ­რის­ტი ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, თა­ნაც, გი­ორ­გა­ძის ვა­ჟი და თვი­თონ გი­ორ­გა­ძე გა­ნა­გებ­დნენ "მაქ­სტო­პის" ფი­ნან­სებს. 2008 წელს წე­რე­თელს უცებ "გა­ახ­სენ­და" ამ ვა­ლის შე­სა­ხებ, ვი­თომ მო­ი­კითხა და გა­არ­კვი­ა, რომ სა­ლა­რო­ში ეს თან­ხა არ შე­მო­სუ­ლა. გა­მო­დის, რომ მინ­დი­ამ ეს თან­ხა თა­ვი­სი სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის და­ხარ­ჯა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნა თა­ნამ­დე­ბო­ბა და და­ა­ზა­რა­ლა კომ­პა­ნი­ა. მუხ­ლი, რო­მე­ლიც ამ და­ნა­შა­ულს მი­ე­სა­და­გე­ბა, 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებ­ს. რო­გორც ჩანს, მა­თი გან­ზრახ­ვა იყო, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი და­თან­ხმდე­ბო­და საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბას, მი­სი ბიზ­ნე­სი კი წე­რე­თელს და გი­ორ­გა­ძეს დარ­ჩე­ბო­დათ.

ბა­ტო­ნი მინ­დია ამ­ბობს, რომ ის და­ი­ბა­რეს ავ­თო (ჭუ­ტა) წე­რეთ­ლის კა­ბი­ნეტ­ში და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, რის გა­მოც მხედ­ვე­ლო­ბა და­უ­ზი­ან­და. ქა­ში­ბა­ძე­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­­წო­ლაც. ამ საქ­მე­ში ირი­ბად ჩარ­თუ­ლი იყო პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცე-­სპი­კე­რი მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნიც, რო­მე­ლიც მინ­დია ქა­ში­ბა­ძის მტკი­ცე­ბით, ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის ნა­თე­სა­ვი­ა. ისი­ნი ქა­ში­ბა­ძი­სა­გან წე­რეთ­ლის­თვის არარ­სე­ბუ­ლი ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბას და ბიზ­ნე­სის დათ­მო­ბას ითხ­ოვ­დნენ. მარ­თა­ლი­ა, მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ან­მა მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ არას­დროს შეხ­ვედ­რია მინ­დია ქა­ში­ბა­ძეს, მაგ­რამ არ­სე­ბობს უტყ­უ­ა­რი ფაქ­ტე­ბი და დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც ააშ­კა­რა­ვებს ამ სიც­რუ­ეს. არ­სე­ბობს ფო­ტოც, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ კომ­პა­ნია "მაქ­სტო­პის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­ხე­ილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და მინ­დია ქა­ში­ბა­ძე გვერ­დიგ­ვერდ იდ­გნენ. იმე­დი მაქვს, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო ამ საქ­მეს სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­მო­ი­ძი­ებს. ქა­ში­ბა­ძეს აქვს მას­ზე ზე­წო­ლი­სა და წა­მე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ვი­დეო და აუ­დიოჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ ეტაპ­ზე ვერ გან­სა­ჯა­როვ­დე­ბა, თუმ­ცა ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ე­ცე­მა სა­სა­მარ­თლოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ასე, და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის გა­რე­შე გა­უს­წორ­დნენ მინ­დია ქა­ში­ბა­ძეს, ცხოვ­რე­ბა და­უნ­გრი­ეს, მი­სი ოჯა­ხი კი უსახ­სროდ და უი­მე­დოდ და­ტო­ვეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა