გეგი ქელბაქიანი 150 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

გეგი ქელბაქიანი 150 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

გლდანის #8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გეგი ქელბაქიანი 150 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. გეგი ქელბაქიანს საპყრობილესთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ. ციხესთან გეგი ქელბაქიანმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ბრალდებას და გაასაჩივრებენ ასევე მისი მოადგილის პატიმრობას.

მისივე თქმით, შეუძლებელი იყო კანონიერი შემოსავლების ჯერ გაშავება და შემდეგ ისევ გათეთრება. ასევე მან კომენტარი გააკეთა წავკისში მშენებარე სახლებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სახლები პირადად მისი შემოსავლებიდან შენდებოდა და არა ბიუჯეტის სახსრებით.

კომპანია "ენ სი სი"-ს გენერალურ დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსურ დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე ორი დღის წინ დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით, რაც 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ