მიხეილ სააკაშვილი - "როდესაც ტელევიზორს ვრთავ, ბრაზის ხმები მესმის, როდესაც რადიოს ვუსმენ, შურისძიებაზე საუბრობენ"

მიხეილ სააკაშვილი - "როდესაც ტელევიზორს ვრთავ, ბრაზის ხმები მესმის, როდესაც რადიოს ვუსმენ, შურისძიებაზე საუბრობენ"

როდესაც ტელევიზორს ვრთავ, ბრაზის ხმები მესმის, როდესაც რადიოს ვუსმენ, შურისძიებაზე საუბრობენ. ასევე, ვხედავ დაპატიმრებების ტალღას და მესმის, რომ ნერვიულობის სიგნალი ბევრი მიმართულებით იგზავნება, - ამის შესახებ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვაში საუბრობს.

"მე ასეთი ნაკლი მაქვს: მუდამ მომავალზე ვარ ორიენტირებული და არა წარსულზე და როდესაც საქმე ჩემს ქვეყანას და ჩემს თანამოქალაქეებს ეხება, ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი გზა არ არსებობს უკან იმ წარსულისკენ, რომელიც მომავალს ხელს უშლიდა, როდესაც პირადი გაწბილებები ხელს უშლიდა საჯარო ინტერესს. დარწმუნებული ვარ, რომ წინა ათწლეულს მოჰყვება პროგრესის შემდგომი ათწლეული ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად", - აცხადებს პრეზიდენტი.

ამასთან, სააკაშვილი ახალ მთავრობასაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ პირად დაპირისპირებებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად ხალხის უკეთესი მომავალისთვის იზრუნონ.

"ჩვენ მათ გადავეცით იმაზე მეტი ძალაუფლება, ვიდრე კონსტიტუციით გათვალისწინებული იყო. რადგან ჩვენ გვინდა მათ შეეძლოთ მართვა და იმ დაპირებების შესრულება, რომელიც თქვენ მოგცეს. ჩვენ გვინდა, რომ ისინი ანგარიშვალდებული იყვნენ თქვენს წინაშე. მთლიანად გადართული უნდა იყვნენ ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე და მთელი ენერგია ამას უნდა დაახარჯონ. მე ვიცი რამდენად ძნელია მთავრობაში ყოფნა და ხალხის მოლოდინის გამართლება. ვიცი, რამდენად ძნელია იმაზე ენერგიის ხარჯვა, რომ ანადგურო და აუქმო ის, რაც გაკეთდა, მაშინ, როდესაც გასაკეთებელი თავადაც ბევრი გაქვს. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, იმუშაონ ხალხისთვის და მომავლისთვის და არ გაამახვილონ ყურადღება წარსულზე და პირად დაპირისპირებებზე. მე ამის იმედი მაქვს და ეს არის ჩემი სურვილი. ჩვენ საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვალდებული ვართ მის წინაშე და ჩვენი წინაპრების წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე, რომ დავხარჯოთ დრო და ენერგია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე", - მიმართავს პრეზიდენტი საზოგადოებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა