მა­თე ცი­ხე­საშ­ვი­ლი: "ჩეჩ­ნუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის სი­ა­ში პირ­ვე­ლი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ა"

მა­თე ცი­ხე­საშ­ვი­ლი: "ჩეჩ­ნუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის სი­ა­ში პირ­ვე­ლი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე­ა"

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა იჩ­ქე­რი­ის მთავ­რო­ბის წევ­რი, ის­ტო­რი­კო­სი, წარ­მო­შო­ბით ქის­ტი მა­თე ცი­ხე­საშ­ვი­ლი იმ ქარ­თველ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე ალა­პა­რაკ­და, რომ­ლე­ბიც, მი­სი აზ­რით, ჩეჩ­ნე­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნილ­ნი:

- ბა­ტო­ნო მა­თე, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას, რო­მელ­საც თურ­მე მთე­ლი ჩე­ჩე­ნუ­რი დი­ას­პო­რა ეძებ­და საზღ­ვარ­გა­რეთ?

- ვფიქ­რობ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­დან არც გა­სუ­ლა.­ა­ხა­ლა­ი­ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში ახ­სე­ნა, რომ თით­ქოს და­სას­ვე­ნებ­ლად იყო თურ­ქეთ­ში, კერ­ძოდ - ან­ტა­ლი­ა­ში, რაც გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა, ვი­ნა­ი­დან მას ყველ­გან ეძებ­და საზღ­ვარ­გა­რეთ მყო­ფი ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რა. ყვე­ლა­ზე დი­დი დი­ას­პო­რა კი თურ­ქეთ­ში გვყავს. ისი­ნი გა­მო­რიცხ­ა­ვენ ახა­ლა­ი­ას იქ ყოფ­ნას, რად­გან დიდ­საც და პა­ტა­რა­საც აქვს მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ჩა­ხო­ცა ბი­ჭე­ბი და ყვე­ლა მას და­ე­ძებ­და.

- რა­ტომ ეძებ­დნენ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას, ჯერ ხომ არ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლა მი­სი ბრა­ლი - არც გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და არც ჩეჩ­ნურ კო­მი­სი­ას და­უ­დას­ტუ­რე­ბია ეს?

- ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თუ­ლი იყო შსს-ს ქვე­და­ნა­ყო­ფი, ბა­ჩო ახა­ლაია კი შს მი­ნის­ტრი იყო, ამი­ტო­მაც ეკის­რე­ბა მას პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ახა­ლა­ი­ას ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე ბი­ჭებს არა­ვინ ჩა­ხო­ცავ­და. ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე დი­დი ტკი­ვი­ლი მა­თი ღა­ლა­ტით ჩა­ხოც­ვა­ა. ასე­თი რა­მის პა­ტი­ე­ბა კი შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით - მთი­ე­ლებ­ში. ჩვენ გვაქვს ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რაც ხდე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ ვე­ნა­ში გა­ნაცხ­ა­და, სა­ქარ­თვე­ლო მზად არის, და­ეხ­მა­როს რუ­სეთს კავ­კა­სი­ე­ლე­ბის, კერ­ძოდ კი, კავ­კა­სი­ის იმი­რა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში­ო. რო­ცა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან ამ­ბობს ასეთ რა­მეს, ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ცი­ა.­ ა­სე რომ, ბა­რა­მი­ძეც ჩეჩ­ნუ­რი ან­გა­რიშ­სწო­რე­ბის სი­ა­ში­ა.

- კი­დევ ვინ გყავთ მაგ სი­ა­ში?

- სი­ა­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი შე­ვარ­დნა­ძე­ა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე დი­დი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ კავ­კა­სი­ე­ლე­ბის წი­ნა­შეც. შე­ვარ­დნა­ძე რომ არა, იმ გეგ­მის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და ჯო­ხარ დუ­და­ევს ჰქონ­დათ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, დღეს ჩეჩ­ნე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბო­და. ის იწო­ნებ­და რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას ჩეჩ­ნეთ­ში და იქ ომის დაწყ­ე­ბას მხარს უჭერ­და. ლა­პა­რა­კი იყო იმა­ზე, შეგ­ვეყ­ვა­ნა თუ არა სი­ა­ში თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი. მან თქვა ასე­თი რამ: თუ ჩეჩ­ნე­თი არ გად­მომ­ცემს გამ­სა­ხურ­დი­ას, მე შევ­დი­ვარ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში და ყვე­ლას ტყვედ ავიყ­ვა­ნო. ჩვენ გროზ­ნო­დან შე­ვუთ­ვა­ლეთ: შე­დი, თუ ასე­თი ვაჟ­კა­ცი ხარ­-თქო, მაგ­რამ არ შე­ვი­და. ამი­ტო­მაც არ შე­უყ­ვა­ნი­ათ კი­ტო­ვა­ნი ჩეჩ­ნებს და­სას­ჯელ­თა სი­ა­ში. და­სას­ჯელ­თა სი­ა­შია ახ­მე­ტე­ლი გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეც.

- ით­ქვა, რომ კავ­კა­სი­ე­ლი ბი­ჭე­ბი გა­დაჰ­ყავ­დათ ჩეჩ­ნეთ­ში და მათ საზღ­ვარ­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია უნ­და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოს­კო­ვი­დან მი­ი­ღო სიგ­ნა­ლი და უკან და­ი­ხი­ა­ო.

- რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ­ში გა­დას­ვლა-­გად­მოს­ვლას, ის ბი­ჭე­ბი ამა­ზე წამ­სვლე­ლე­ბი არ იყ­ვნენ, ვი­ნა­ი­დან იცოდ­ნენ, რომ კავ­კა­სი­ის ქე­დის გა­და­ლახ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. არ ვი­ცი... სა­კითხი ასე დგას - ბი­ჭე­ბი ღა­ლა­ტით არი­ან მოკ­ლულ­ნი და მე­ო­რეც, ჩვე­ნი ადა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ადა­მი­ა­ნი არ შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლა ძი­ლის, ჭა­მის და მა­პა­ტი­ეთ, სა­პირ­ფა­რე­შო­ში ყოფ­ნის დროს. ეს არა­კა­ცო­ბაა და ასე­თი ქმე­დე­ბა არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა. ასე­თი დი­დი ოპე­რა­ცია სა­ა­კაშ­ვილის გა­რე­შე არ ჩა­ტარ­დე­ბო­და, ის არის პრე­ზი­დენ­ტი და იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. და­სად­გე­ნი­ა, სა­ა­კაშ­ვილ­მა ბრძა­ნა თუ არა ცეცხ­ლის გახ­სნა. ისეც ხომ შეიძლება, რა­ღაც სა­კითხ­ებ­ში შს მი­ნის­ტრი და­მო­უ­კი­დებ­ლად იღებდეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას? ასე რომ, სა­ა­კაშ­ვილ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ზე­ზი ჯერ არ გვაქვს.

- ზა­კა­ე­ვის კო­მი­სი­ას ხომ არა აქვს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა?

- კო­მი­სი­ას ჯერ არა­ვი­თა­რი ინ­ფორ­მა­ცია არა აქვს. ვერ ხერ­ხდე­ბა იმ ექ­ვსი ბი­ჭის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა, რო­მელ­თა კვა­ლიც და­ი­კარ­გა. არ­სე­ბობს ვერ­სი­ა, რომ ისი­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ გა­იყ­ვა­ნეს, კერ­ძოდ - თურ­ქეთ­ში. თუმ­ცა, კო­მი­სი­ამ ჯერ ვერ და­ად­გი­ნა, ისი­ნი ცოცხ­ლე­ბი არი­ან თუ არა.

- ამ­ბო­ბენ, ჩეჩ­ნებ­მა შე­უთ­ვა­ლეს ახა­ლა­ი­ას, ცი­ხე­შიც მოგ­წვდე­ბი­თო...

- ახა­ლაია ევ­რო­პა­ში რომ ჩა­მო­სუ­ლი­ყო, აქე­დან ვერ გა­აღ­წევ­და. ცი­ხე­ში თუ­ა, იჯ­დეს, მაგ­რამ ჩვენ­თვის მთა­ვა­რია სი­მარ­თლის დად­გე­ნა - რა მოხ­და ლა­ფან­ყურ­ში. გა­აჩ­ნი­ა, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო. ჩვენს ერებს შო­რის მე­გობ­რო­ბა დღეს არ დაწყ­ე­ბუ­ლა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­დის და ასეც გაგ­რძელ­დე­ბა. კარ­გი იყო, ეს არ მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ რად­გან მოხ­და, ახ­ლა მთა­ვა­რი­ა, ეს სპე­ცო­პე­რა­ცია ისე­ვე სა­ი­დუმ­ლოდ არ დარ­ჩეს, რო­გორც კა­ტინ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თე­ლავ­სა და ახ­მე­ტა­ში გა­ნაცხ­ა­და, ეს საქ­მე სა­მარ­თლი­ა­ნად იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი დად­გინ­დე­ბა­ო. ერ­თა­დერ­თი იმე­დი და გა­რან­ტი იმი­სა, რომ ამ საქ­მეს ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ და ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნენ, არის პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი ივა­ნიშ­ვი­ლი. გა­სარ­კვე­ვი­ა, ვინ გას­ცა ბრძა­ნე­ბა და ვინ და­ხო­ცა ბი­ჭე­ბი. ისე, ახა­ლა­ი­ას­თვის ცი­ხე უსაფ­რთხო ად­გი­ლი­ა, რად­გან იქ სის­ხლის აღე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. ჩეჩ­ნე­ბი ახ­ლა მი­სი ძმის აყ­ვა­ნით უფ­რო არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. და­თა ახა­ლაია ვალ­დე­ბუ­ლი­ა, ძმის ნაც­ვლად აგოს პა­სუ­ხი. დღეს გვა­რი ახა­ლაია ყვე­ლა კავ­კა­სი­ელს პირ­ზე აკე­რია - ჩეჩ­ნებს, ინ­გუ­შებს, ყა­ბარ­დო-­ბალ­ყა­რე­ლებს...

- ძმამ რო­გორ უნ­და აგოს პა­სუ­ხი? და­ვუშ­ვათ, რომ ისიც და­ა­პა­ტიმ­რეს - მას უახ­ლო­ეს ხან­ში წა­უ­ყე­ნე­ბენ ბრალს.

- სა­ჭი­რო­ა, რო­გორც ტყვე, ისე აიყ­ვა­ნონ, ვიდ­რე ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ირ­კვე­ვა და რო­ლანდ ახა­ლაია არ გვეტყ­ვის, რას ფიქ­რობს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე.

- რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას აყ­ვა­ნა­საც ხომ არ აპი­რე­ბენ?

- ახა­ლა­ი­ე­ბის მა­მა არის ხნი­ე­რი და უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან საქ­მე არ გვაქვს. ჩეჩ­ნუ­რი ადა­თით, თუ არა­ვინ არის ისე­თი, სის­ხლი რომ აი­ღო, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში მიდ­გე­ბა ჯე­რი მა­მა­ზე. სა­მიზ­ნეს თუ პა­ტა­რა შვი­ლე­ბი ჰყავს, ჩეჩ­ნე­ბი არც მათ ახ­ლე­ბენ ხელს, შვი­ლე­ბი სრულ­წლო­ვა­ნე­ბი უნ­და იყონ, არც ცოლს ემუქ­რე­ბა საფ­რთხე... სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და მა­მა­ზე მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა.

- თუმ­ცა კავ­კა­სი­ელ ხალ­ხთა კონ­ფე­დე­რა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ზა­ალ კას­რე­ლიშ­ვილ­მა თქვა, ჯი­ჰა­დი და წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლის გა­ნა­ჩე­ნი არა მხო­ლოდ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის, არა­მედ მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართაც არის გა­მო­ტა­ნი­ლი­ო.

- ჯი­ჰა­დი არის იგი­ვე ბრძო­ლა, ომი, რო­ცა ცდი­ლობ, შე­ნი გა­ი­ტა­ნო. კავ­კა­სი­ის იმი­რა­ტის ადა­თობ­რი­ვი სა­მარ­თლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ღე­ბუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბით, სიკ­ვდი­ლის გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­ვა მა­ნამ, სა­ნამ ყვე­ლა­ფე­რი არ დად­გინ­დე­ბა. ჯი­ჰა­დი, შა­რი­ა­თი და სხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ღაც სის­ტე­მად მი­აჩ­ნი­ათ. ეს არის იგი­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბით. მას­ში წა­მე­ბით მკვლე­ლო­ბა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. რო­ცა ადა­მი­ა­ნი იტყ­ვის ყვე­ლა­ფერს, რაც მოხ­და, ამის შემ­დეგ სხდო­მა მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას.

- ბა­ტო­ნო მა­თე, კარ­გა ხა­ნია ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობთ და რას ფიქ­რობთ სის­ხლის აღე­ბის წეს­ზე, რო­მელ­ზეც არა­ერ­თმა ხალ­ხმა უა­რი თქვა?

- ეს წე­სი ადა­თობ­რი­ვი სა­მარ­თლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, ჩვენ­მა მა­მა-­პა­პამ შე­მო­ი­ნა­ხა და ამას დღეს ვერ შევ­ცვლით. სისხლის აღების წე­სი კავ­კა­სი­ე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თ-ერ­თი მე­ქა­ნიზ­მი იყო.

- ხში­რად იხ­სე­ნე­ბენ ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აფ­ხა­ზე­თის ომ­ში და იმა­საც, რაც ლე­სე­ლი­ძის სტა­დი­ონ­ზე მოხ­და...

- იმ პე­რი­ოდ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია გროზ­ნო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ჩვენ მი­სი და­ვა­ლე­ბით ვი­ყა­ვით იქ ჩა­სუ­ლი ვი­ცე-­პრე­ზი­დენტ იან­დარ­ბი­ე­ვის მე­თა­უ­რო­ბით. ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ ლე­სე­ლი­ძის სტა­დი­ონ­ზე ჩეჩ­ნებ­მა ქარ­თვე­ლებს თა­ვე­ბი და­აჭ­რეს და ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, სიც­რუ­ე­ა. ჩვენ სტა­დი­ონ­ზე გა­ვიყ­ვა­ნეთ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, ტე­ლე­ვი­ზი­ა, გა­ზეთ "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ვუთხ­ა­რით, სა­დაც იტყ­ვით, ის ად­გი­ლი გავ­თხა­როთ, გა­მო­იყ­ვა­ნეთ ახ­ლო-­მახ­ლო მცხ­ოვ­რე­ბი ხალ­ხი და ვკითხ­ოთ, მოხ­და თუ არა იქ ასე­თი რამ­-თქო. არც ერ­თმა ეს არ და­ა­დას­ტუ­რა. ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა შე­ვარ­დნა­ძემ, რა­კი გამ­სა­ხურ­დია გროზ­ნო­ში იჯ­და. პუ­ტინ­მა რომ თქვა, ცხინ­ვალ­ში ქარ­თვე­ლებ­მა დაწ­ვეს 8 ოსი და მე­რე ტან­კე­ბი გა­და­ა­ტა­რეს ზე­დო, მარ­თა­ლი იყო? აფ­ხა­ზეთ­ში 82 ჩე­ჩე­ნი იბ­რძო­და და ამ­დენ­მა კაც­მა და­ა­მარ­ცხა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი?!

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?