რუსთავში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. 50-მდე მძღოლი ხელფასების მომატებას, დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

როგორც მძღოლები აცხადებენ, მათი ხელფასი ძალიან მცირეა და 100-დან 200 ლარამდე მერყეობს. მძღოლებმა აღნიშნული მოთხოვნები წერილობით გადასცეს რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელობას და მიიღეს დაპირება, რომ პრობლემის განხილვა ათი დღის ვადაში მოხდება.

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელობის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ორშაბათს დაგეგმილი იყო შეხვედრა რუსთავის მერიაში, სადაც დეტალურად მოხდებოდა მძღოლების მოთხოვნების განხილვა და იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად შესაძლებელია ამ წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფა, რათა ავტობუსების მძღოლების მოთხოვნები შესრულდეს.

მძღოლების განცხადებით, ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"