რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა გრძელდება

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა გრძელდება

მეორე დღეა, რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა გრძელდება. 54 მძღოლი სამუშაოდ დღეს დილითაც არ გასულა. მძღოლები ხელფასების გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევას და მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მძღოლებმა მოთხოვნების ნუსხა რუსთავის მერიას და მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის უფროსს რამდენიმე დღის წინ გადასცეს.

გაფიცულ მძღოლებსა და რუსთავის მერიის წარმომადგენლებს შორის გუშინ საღამოს შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმებას მთავარ მოთხოვნაზე, ხელფასების გაზრდაზე ვერ მიაღწიეს.

ამასთან, როგორც რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აცხადებს, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით მსჯელობა შესაძლებელი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც დეკემბრის ბოლოს რუსთავის 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრები დამტკიცდება. მძღოლები კი, მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

მძღოლებსა და რუსთავის ვიცე-მერ დავით ჯაფარიძესთან მორიგი შეხვედრა დღეს, 18:00 საათისთვის არის დანიშნული.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"