გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

მსახიობ გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ცობეხიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ზუგდიდიდან იუწყება, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს მიიღო.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე პროკურორმა ანა არონიამ განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ შეცვალა ბრალდების ფორმულირება და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტი, რომელიც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, 108-ე მუხლით შეიცვალა.

ბრალდების მუხლის შეცვლას, რომელიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დაცვის მხარე და ბრალდებულიც დაეთანხმა. ცობეხიამ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ბექა ცობეხიას მეგობარს ნიკოლოზ ბაძაღუას, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი, 4 თვით და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიორგი ფოჩხუას ოჯახი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს.

26 წლის მსახიობის და რეჟისორის გიორგი ფოჩხუას ცხედარი 14 ივლისს ანაკლიის ზღვამ სასტუმრო "ანაკლიის" ტერიტორიაზე გამორიყა. ცხედარს სახისა და ყელის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ