პუტინი: "ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში"

პუტინი: "ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში"

სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში 26 ნოემბერს კულტურულ-შემეცნებითმა ფორუმმა - "ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ-პეტერბურგში, დაბადებიდან 175-ე წლისთავი" დაიწყო მუშაობა.

ფორუმის საზეიმო გახსნაზე, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალურმა წამომადგენელმა, განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა მიხაილ შვიდკოიმ ფორუმის მონაწილეთათვის ვლადიმერ პუტინის მისალმება წაიკითხა:

"ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესანიშნავი ტრადიციის შენარჩუნებასა და გამდიდრებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ჩვენს ხალხებს.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები პატივს მიაგებენ მათ წინაპრებს, ცდილობენ ჰუმანიტარული კონტაქტების, ადამიანებს შორის გულწრფელი ურთიერთობების გაძლიერებას, ხელს უწყობენ სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტების განვითარებას", - ნათქვამია პუტინის მისალმებაში.

მომზადებულია spbdnevnik.ru-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"