"მიხეილ სააკაშვილი კიევშია და არა მხოლოდ თვითონ, ბებიასთან - მზია წერეთელთან ერთად" - უკრაინულმა ტელეკომპანია TCH-მა კიევში რამდენიმედღიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გადაიღო.
"რა თქმა უნდა, ცოტათი დავიღალე, დავისვენებ და გავაგრძელებ საქმეს. სიმართლე გითხრათ, არ არის საჭირო ჩემი შეცოდება და საერთოდ, ხელისუფალის შეცოდება არ არის საჭირო", - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ ისვენებს სააკაშვილი და როგორ ცდილობს სტრესის მოხსნას, მან უპასუხა: "მე, პრაქტიკულად, არასდროს ვისვენებ. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად დასვენებისგან ვიღლები".
ტელეკომპანიას არც პრეზიდენტის ბებია გამორჩენია მხედველობიდან. ჟურნალისტი დაინტერესდა, რას უმზადებს ბებია საყვარელ შვილიშვილს და როგორ მიმართავენ მას სახლში.
იხილეთ ვიდეო