რუსული საიტი - livejournal.com-ი იაპონური კომპანია "ტაკამაცუს" პროექტის ფოტოებს აქვეყნებს. საიტის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება პრემიერ ბიძინა ივანიშვილს თბილისში სურდა. მან პროექტი კომპანიას შეუკვეთა კიდეც.
კომპანია "ტაკამაცუს" ოფიციალურ საიტზე პროექტის აღწერილობაა გამოქვეყნებული.
პროექტი თბილისში მდინარე მტკვრის ტერიტორიაზე უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს. კომპლექსი გასართობ პარკს, კაზინოს, სპორტულ ცენტრს, სასტუმროს, ოფისსა და სავაჭრო ცენტრს მოიცავს. იგი შინ ტაკამაცუს დიზაინით შეიქმნა, როგორც საერთაშორისო არქიტექტურული დიზაინი. პროგრამის საჭიროება და მოთხოვნა არ იყო მკაფიოდ ზუსტი და გარკვეული.
იდეის მიხედვით, მონოლითური ნაგებობა მსუბუქი დეტალებით უნდა დაფარულიყო. ხიდი მდინარე მტკვრის არქიტექტურული ნაწილი გახდებოდა და იგი ქალაქის ისტორიულ ნაწილს დრეკადი, ელასტიური ხიდი - "ფენიქსით" დაუკავშირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი ასევე ფუტურისტმა არქიტექტორმა, შინ ტაკამაცუმ დააპროექტა.



