ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტის შენახვა დღეში 140 000 ლარი გვიჯდება

ბიძინა ივანიშვილი - პრეზიდენტის შენახვა დღეში 140 000 ლარი გვიჯდება

პრეზიდენტის შენახვა დღეში 140 000 ლარი გვიჯდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

"მესამე მოსმენა წინ გვაქვს და, აქედან გამომდინარე, მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლოა, პატარა ცვლილებები კიდევ შევიდეს, თუმცა შევთანხმდით, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი იქნება ხარისხობრივად განსხვავებული. გაცილებით სხვა ტიპის ბიუჯეტი გვექნება და მოსახლეობას ვპირდები, რომ იქნება სულ სხვა ეკონომიკა", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა ძალაში ტოვებს პრეზიდენტისა და ქალაქის "გაურკვეველი ხარჯების" შემცირების საკითხს.

"ისევ ძალაში ვტოვებთ პრეზიდენტის, ქალაქის სამშენებლო და სხვა გაურკვეველი ხარჯების შემცირების საკითხს. ამ ხარჯების შემცირებით ჩვენ იმხელა ეკონომია გავწიეთ, რომ ამის ხარჯზე სერიოზულად ვახერხებთ სოციალური სფეროს დაფინანსებას. პრეზიდენტის შენახვა დღეში ქვეყანას 150 000 ლარი უჯდება. მხოლოდ კანცელარიის მაგალითზეც რომ გითხრათ, თუკი თვეში აქ 48 ტონა საწვავი მოიხმარებოდა, ახლა ჩვენ გვჭირდება მხოლოდ 7,5 ტონა. თითქმით ხუთჯერ შემცირდა ხარჯები სხვა კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაშიც", - აღნიშნა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა