ბიძინა ივანიშვილი - გამოვიდა ჭორი, რომ დასუფთავების სამსახურში ზონდერები ჰყავდათ გაფორმებული

ბიძინა ივანიშვილი - გამოვიდა ჭორი, რომ დასუფთავების სამსახურში ზონდერები ჰყავდათ გაფორმებული

გამოვიდა ჭორი, რომ დასუფთავების სამსახურში ძალიან ბევრი ზონდერი ჰყავდათ გაფორმებული, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც გამოეხმაურა დასუფთავებისა და მერიის სხვა სამსახურებში ფინანსურ შემოწმების საკითხს.

"ეს ხალხი მიეჩვია, რომ რაღაც ჯგუფებს აყალიბებდნენ და დღესაც ცდილობენ, ასე მართონ ქვეყანა. სამართალდამცავების ნებისმიერ ქმედებას პოლიტიკურ აქტად აფასებენ. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურს, გამოვიდა ჭორი, რომ იქ ძალიან ბევრი ზონდერი ჰყავდათ გაფორმებული. ეს შემოწმება არის ნორმალური ფორმა, იმიტომ არსებობენ ეს სამსახურები, რომ შეამოწმონ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა