რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა

რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა

რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა უკვე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბალანსზე ირიცხება , "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ დაუდასტურა.

"დიახ, გიდასტურებთ, რომ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადავიდა", - აღნიშნა მარაქველიძემ.

რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობა ეკონომიკის სამინისტროს აქტებით საპარტნიორო ფონდს გადაეცა, რომელიც 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მის დირექტორად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა