რობერტ სტურუა - მე მაინც შევძლებ, რომ რუსთაველის თეატრში კიდევ ბევრი რამე გავაკეთო

რობერტ სტურუა - მე მაინც შევძლებ, რომ რუსთაველის თეატრში კიდევ ბევრი რამე გავაკეთო

მე მაინც შევძლებ იმ ოჯახში, რასაც რუსთაველის თეატრი ჰქვია, კიდევ ბევრი რამე გავაკეთო, - ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სტურუამ აღნიშნა, რომ საქართველოში, თეატრში არსებობს ტრადიცია იმისა, რომ თეატრებიდან გაყარონ რეჟისორები, მაგრამ აღნიშნული ტრადიცია მის მიმართ არ განხორციელებულა და მშვიდობით წამოვიდა თეატრიდან.

"მე ღამღამობით ბევრს ვფიქრობ თეატრში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ჰგავს იმას, ოჯახები რომ ინგრევა. კაცები მოდიან ოჯახებიდან და ხანდახან ისინი ბრუნდებიან, მეც ასე დამემართა. მართალია, ოჯახში დაბრუნებისას ცოლებს უფრო ახალგაზრდა მამაკაცები სჭირდებათ, მაგრამ მე მაინც შევძლებ იმ ოჯახში, რასაც რუსთაველის თეატრი ჰქვია, კიდევ ბევრი რამე გავაკეთო, მიუხედავად იმისა, რომ 75 წლის ვარ", - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"