ამნისტია როგორც ვადიან სასჯელს, ასევე პირობით მსჯავრს შეეხება

ამნისტია როგორც ვადიან სასჯელს, ასევე პირობით მსჯავრს შეეხება

ამნისტიით გათვალისწინებული მუხლები როგორც ვადიან სასჯელს, ასევე პირობით მსჯავრს შეეხება , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ცალკე პირობით მსჯავრზე კანონპროექტში ჩანაწერის ნაცვლად, ამნისტიის შესახებ პროექტი გაითვალისწინებს, რომ საპატიმრო სასჯელთან ერთად, თუ პირს აქვს დანიშნული პირობითი მსჯავრი, პირობითი მსჯავრიც იყოს ამნისტირებული სასჯელთან ერთად.

რაც შეეხება პრობაციონერებს, მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო დაახლოებით სამი ათასზე მეტ ადამიანს ყოველთვიურად მოუხსნის ამ საპრობაციო ვადას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ