ამნისტიით მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევებს სასჯელი გაუნახევრდებათ

ამნისტიით მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევებს სასჯელი გაუნახევრდებათ

ამნისტიის შედეგად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვნებს, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალებს და/ან განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის პირველად ნასამართლევ პირებს სასჯელი გაუნახევრდებათ.

ამის შესახებ "ამინისტიის შესახებ" კანონპროექტის ამ დროისთვის არსებულ ვარიანტშია ნათქვამი.

კანონპროექტის თანახმად, გაუნახევრდებათ სასჯელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს, ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ ქალს და/ან განზრახ დანაშაულის ჩადენისათვის პირველად ნასამართლევ პირს, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის: 1721-ე მუხლი; 177-ე მუხლის პირველი ნაწილი; 185-ე მუხლის მესამე ნაწილი; 186-ე მუხლის მესამე ნაწილი; 187-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილი; მე-200 მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; მე-2001 მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილები; მე-2002 მუხლის მეოთხე ნაწილი; მე-2003 მუხლი; 203-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები; 2041-ე მუხლი; 2051-ე მუხლი; 208-ე მუხლის მეორე ნაწილი, 210-ე მუხლის მეორე ნაწილი; 211-ე მუხლი; 214-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე ნაწილები; 223-ე მუხლი, 225-ე მუხლი; 2271-ე მუხლი; 2272-ე მუხლი; 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები; 237-ე მუხლი; 239-ე მუხლის მესამე ნაწილი; 2401-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 243-ე მუხლის მესამე ნაწილი; 247-ე მუხლის მეორე ნაწილი; 248-ე მუხლის მეორე ნაწილი; 249-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 250-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 262-ე მუხლის პირველი ნაწილი; 264-ე მუხლის მეორე ნაწილი; 267-ე მუხლები, 268-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 304-ე მუხლის მეორე ნაწილი; 314-ე, 315-ე, 316-ე მუხლები; 3391-ე მუხლის მეორე ნაწილი; 353-ე მუხლის მეორე ნაწილი; 362-ე მუხლის მეორე ნაწილი; 370-ე მუხლის მეორე ნაწილი; 378-ე მუხლის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები; 3781-ე მუხლის მესამე ნაწილი; 384-ე მუხლის მეორე ნაწილი; 386-ე მუხლის მესამე ნაწილი; 389-ე მუხლი.

"ამინისტიის შესახებ" კანონპროექტში შესწორებები შესაძლოა, კიდევ შევიდეს. კანონპროექტი პირველი მოსმენით სესიაზე სავარაუდოდ 5 დეკემბერს გავა. კანონი მიღებიდან 2 თვის ვადაში უნდა ამოქმედდეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ