ჩიორა თაქთაქიშვილი - რეპრესიების ფონზე ძნელი იქნება შემდეგი არჩევნებისთვის მზადება

ჩიორა თაქთაქიშვილი - რეპრესიების ფონზე ძნელი იქნება შემდეგი არჩევნებისთვის მზადება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარების პროცესს პოლიტიკური რეპრესიები მოჰყვა, - ამის შესახებ ჩიორა თაქთაქიშვილმა სასტუმრო "რედისონში" კონფერენციის - "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გაკვეთილები და გადასადგმელი ნაბიჯები" დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" დიდ მნიშვნელოვას ანიჭებს ამ კონფერენციას, რადგან შეჯამდება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უზრუნველყო ქვეყანაში ისეთი არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგადაც ხელისუფლება ერთი პოლიტიკური გუნდიდან გადაეცა მეორეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დემოკრატიული გადაბარების პროცესს მოჰყვა პოლიტიკური რეპრესიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რადგან ამ რეპრესიების ფონზე ძალიან ძნელი იქნება შემდეგი არჩევნებისთვის მზადება", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება "საზოგადოებრივ მაუწყებელს", მაშინ, როდესაც რეპრესიები მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პრემიერი ივანიშვილი ვერ ეგუება ოპოზიციის კრიტიკას, საფრთხე ექმნება ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა